ლილიან ლის რომანის ეკრანიზაცია. ფილმში მოთხრობილია 1920 წლის ჩინეთის შესახებ, ტრაგიკული სიყვარულის და თავგანწირვის ისტორია.
ისტორია ალჟირის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის (FLN) და საფრანგეთის კოლონიალურ ხელისუფლებას შორის დაპირისპირების წარმოშობის, განვითარებისა და დასრულების შესახებ ალჟირის დამოუკიდებლობის ომში (1954-1962). მთავარი გმირი, ალი ლა პოინტი, ალჟირის კასბას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აქტივისტია.
მე-9-ე საუკუნის ჩინეთი, კორუმპირებული მთავრობა მეამბოხეთა არმიასთან ე.წ. "მფრინავ ხანჯლებთან" აწარმოებს ბრძოლას. რომანტიული მებრძოლი მშვენიერ ამბოხებულს ტყვეობიდან დაიხსნის, რათა გოგონა კვლავ შეუერთდეს თავისიანებს, მაგრამ ყველაფერი ასე მარტივად სულაც არ არის.
იანი, პიტერი და ჯული ყველაზე რომანტიკულ და სახიფათო ასაკში არიან, რომელიც სავსეა რევოლუციური იდეალებით. მათ ქვეყნის გადატრიალება სურთ, ღარიბები გაამდიდრონ, მდიდრები კი ხელგაშლილები გახადონ. მოკლედ, უდარდელს მათ ცხოვრების ამ პერიოდს ვერ დაარქმევ. სამეული სახლებს აყაჩაღებს და მძევალიც კი აიყვანეს. მეგობრები სასიყვარულო პრობლემებისგანაც იტანჯებიან: იულია ერთნაირი სინაზით არის განწყობილი ორივე ძმაკაცის მიმართ.
გაერთიანებამდელ ჩინეთში ქინის მეფე აგზავნის მის ხარჭას მეტოქე სამეფოში, რათა მოიძიოს მკვლელი პოლიტიკური შინაარსით, მაგრამ აღმოაჩენს რა მეფის ბოროტებას, იგი ნაკლებ გაბედულად მოქმედებს.