მალიკ ელ ჯებენას ექვსი წელი აქვს მისჯილი. ის 19 წლისაა და სხვა პატიმრების ფონზე უსუსურად გამოიყურება. მან არ იცის არც წერა და არც კითხვა. ციხის გარეთ არ ჰყავს ახლობლები. ყველაფერი იცვლება, როდესაც კორსიკელთა დაჯგუფების ლიდერი ლუჩანო მალიკს რამოდენიმე სარისკო მისიას აკისრებს. ყოველი ახალი დავალება მას აძლიერებს და მალე მალიკი საკუთარ მზაკვრულ გეგმებზე იწყებს ფიქრს.
1959-70 წლებში კრიმინალი ჟაკ მესრინი თავისი კარიერის დასაწყისში ალჟირში სამხედრო ვალს იხდიდა, პარიზის მაფიოზური დაჯგუფების ლიდერთან, მხიარულ კანონდამრღვევ და ამავე დროს მის უახლოეს მეგობარ ჟანთან და კანადის ციხიდან გამოქცეულ ყოფილ პატიმართან ერთად.
მსოფლიო ჩემპიონი კრივში – ჯეიმს ჩემბერსი, გაუპატიურების ბრალდებით ციხეში ხვდება. მას ვარსკვლავის ტიტული ჩამოერთმევა და სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის, სადაც უკვე 10 წელია ზის ხელშეუხებელი ჩემპიონი მონრო ჰატჩინსი. დაუმარცხებელი ჩემბერსი დარწმუნებულია, რომ დედამიწაზე მისი მომრევი არავინაა. ის ყოველთვის მზადაა, ეს დაამტკიცოს. თუმცა, არც ჰატჩინსს სურს დამარცხება. სიკვდილ–სიცოცხლის ბრძოლა იწყება.
მოსკოვის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის თანამშრომლები - პოლკოვნიკი ალექსეი პავლოვიჩ სადიჩიკოვი, მაიორი ვლადისლავ ნიკოლაევიჩ კოსტენკო და უფროსი ლეიტენანტი ვალენტინ როსლიაკოვი იძიებენ გაბედულ ყაჩაღურ თავდასხმებს, ჩადენილი კრიმინალების ჯგუფის მიერ მუქ სათვალეებში. მოზარდი ლენკას დახმარებით, რომელიც შემთხვევით შეხვდა ბანდიტებს და ჩაერთო შემნახველი ბანკის წარუმატებელ ძარცვაში, დააკავეს კრიმინალები მეტსახელად "ჩიტა" და "სუდარი", მაგრამ ბანდის ლიდერი პროხორი თავისუფლებაში დარჩა.