ერიკა არის ვენის კონსერვატორიის პროფესორი. მაგრამ ის თავად შორს არის ზეციური სფეროების ჰარმონიისგან. ქალს ჯერ კიდევ ერთ საწოლში სძინავს თავის მოხუც დედასთან ერთად, ფარულად სტუმრობს პორნო მაღაზიებს და საწოლის ქვეშ ინახავს სადომაზოხისტური იარაღების კომპლექტს. როდესაც ერთ-ერთ სტუდენტს შეუყვარდება იგი, თავისი რეაქციითა და ქცევით შოკში აყენებს მას.

სინ-აე მიდის თავის ვაჟთან ჯანთან ერთად მირიანგში, ქალაქში, სადაც მისი გარდაცვლილი ქმარი დაიბადა. როგორც კი ის ცდილობს ჩავიდეს იქ და ახალად დამკვიდრდეს, ახალი ტრაგკული მოვლენები იწყება მის ცხოვრებაში.

ნაროკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ამერიკაში, სამი ჩახლართული ისტორიით: ამერიკის ახალი ნარკობარონი ბრძოლას მაშინ აგებს როდესაც აღმოაჩენს, რომ მისი ქალიშვილი ნარკოტიკების მომხმარებელია; ახალგაზრდა მომხიბვლელი ცოლი მეუღლის ნამდვილ საქმიანობას მაშინ გაიგებს, როდესაც მის ქმარს დააპატიმრებენ და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია მისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე მოწმეს იცავს; მექსიკელი პოლიციის ოფიცერი, რომელიც აღმოაჩენს, რომ მისი ახალი უფროსი შესაძლოა კორუმპირებულ სისტემაშია ჩაბმული.

პარიზის მოდის კვირეულზე როგორც ყოველთვის ბევრი ხალხი იკრიბება: დიზაინერები, რეპორტიორები, მოდელები, ჟურნალის რედაქტორები, ფოტოგრაფები. პატარა ისტორიები სხვადასხვა პერსონაჟებზე ,რომლებიც მოდის სამყაროს ცნობილი ფიგურის მკვლელობის გამო იკვეთებიან.