1986 წელს კორეაში ორი ქალი იქნა მოკლული ერთი და იმავე მეთოდით. დეტექტივი დუ მან პაკი და მისი დამხმარე იონ გუ ჩჟუ ყველანაირად ცდილობენ გამოიძიონ მკვლელობის იდუმალი გარემოებები.

რობერტ ლი პრუიტი ავარიის შემდეგ სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს. უნარიანი მოკრივე, ის უარს ამბობს რინგზე ასპარეზობაზე, რადგან სავარჯიშო ბრძოლის დროს დაჭრა მეგობარი, რის შედეგადაც დაბრმავდა. თუმცა, არმიის ხელისუფლებისთვის სპორტი კარგი კარიერული ინსტრუმენტია და რიგითი პრუიტის რინგზე შესვლის უხალისობა განიხილება, როგორც რაღაც ძალიან ახლოს ღალატთან. სწორედ ეს უარი აქცევს პრუტს მისი უფროსების და განსაკუთრებით კაპიტან ჰომსის თვალში დივერსიულ ელემენტად.

მსახიობ ჯეიკს ვამპირების შესახებ ფილმში მეორედ იღებენ.ერთხელაც, ფილმის გადაღებებიდან შინ დაბრუნებისას იგი მის შეყვარებულს უცხო მამაკაცთან აღმოაჩენს.ჯეიკი იძულებულია ახალი საცხოვრებელი ეძებოს.

ვანესა - რთული დ აამავე დროს უბედური გოგონაა: დედა - მეძავი და ნარკომანი, მამინაცვალი ნარკომანი და ნაძირალა, რომელმაც ვანესა გააუპატიურა კიდეც, როცა ის 11 წლის იყო. ეგრეთწოდებული მშობლების დაპატიმრების შემდეგ გოგონა გაიქცევა სახლიდან და ცდილობს მიაღწიოს ბებიამდე, რომელიც ცხოვრობს ლოს-ანჟელესში. ამ დროს გზაზე თავის მორიგ მსხვერპლს ელოდება, სექსუალური მანიაკი და არასრულწლოვან გოგონათა მკვლელი. ვანესა ამ მკვლელის სამიზნე ხდება, მას სასიკვდილო ხიფათი ელოდება.