ამერიკა, 20-იანი წლები. გოლფის დიდი ოსტატი ომიდან სხვა ადამიანად ბრუნდება. ტრაგიკულმა მოვლენებმა და ბედის უკუღმართობამ, მის ცხოვრებას აზრი დააკარგინა, გულზე კი ღრმა ჭრილობები დაუტოვა... და მხოლოდ გულითადი მეგობრების დახმარებას და საყვარელი ქალის სინაზეს და სიყვარულს შეუძლია გადაატანინოს ცხოვრებისეული წინააღმდეგობები წარმატების მისაღწევად.

ორი თურქი მეგობარი ცხოვრობს ბორბლებზე ნაყინის გაყიდვით და აქლემის ქირით. 1915 წელს მეგობრებმა, რომლებმაც შეიტყვეს, რომ ომი მათ მშობლიურ ქალაქში დაიწყო, გადაწყვიტეს წასულიყვნენ ფრონტზე ჭანაქალეში. თუმცა ხელისუფლება მათ კუნძულის დატოვების საშუალებას არ აძლევს. ამ დროს ავსტრალიაში იწყება პროპაგანდა თურქების წინააღმდეგ. ორი მეგობარი გაიგებს, რომ ბრიტანელებმა დაიწყეს ფლაერების დარიგება ავსტრალიაში ჯარისკაცების დასაკომპლექტებლად, ამიტომ ისინი გადაწყვეტენ იბრძოლონ თავიანთი ქვეყნისთვის ავსტრალიაში.