კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტვინ-პიქსში! მშვიდი და ლამაზი ქალაქი, სადაც საუკეთესო ყავას და ალუბლის უგემრიელეს ღვეზელს ამზადებენ. ერთი შეხედვით ტვინ-პიქსი გამოიყურება, როგორც განვითარებული ადგილი, სადაც პატიოსანი ადამიანები ცხოვრობენ. მათი ცხოვრება იდილიურს ჰგავს. თუმცა ეს ერთი შეხედვით. აქ ყველა რაღაცას მალავს.

1917 წელი. დასავლეთ ფრონტზე უამრავი ჯარისკაცი იხრჩობა სისხლში. გადათხრილი და მავთულხლართებით შეღობილი ველი, გიგანტურ სასაფლაოდ არის ქცეული. სასტიკი ბრძოლის შემდეგ, ბურუსში დაკარგული გადარჩენილი ჯარისკაცები, მტრის ზურგში აღმოჩნდნენ. მათი ერთადერთი იმედი, გერმანელების მიერ გათხრილი ტრანშეები და მიწისქვეშა გასასვლელებია.