მონასტერი შაოლინის ძველებური კედლები ამ ლეგენდას ინახავენ. არი მეგობარი–ბერი, საბრძლო ხელოვნების ოსტატები, განდევნილები იყვნენ მონასტერიდან იარაღის გამოყენებისთვის. შაოლინის კედლების მიღმა ყოფილი მეგობრების გზები გაიყარა.ტინაბიომ მეგობარს უღალატა და ბოროტი მმართველის ჯარს შეუერთდა, იუნავიაო კი აჯანყებულების მხარეს გადავაიდა. გუშინდელი მეგობრები, დღეს კი მტრები, ისინი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. მათი შეხვედრა გარდაუვალია, თმცა ის ბხოლოდ ბრძლის ველზე მოხდება. წინაა ბოლო, საშნელი ბრძოლა, რომელიც შეიძლება დასრულდეს როგორც სამართლიანობის გამარჯვებით, ასევე ბნელი ბოროტების..

ორი ნიუ-იორკელი პოლიციელი იაკუძას დაჯგუფებებს შორის ომში ჩართული აღმოჩნდება.ისინი ერთერთ მკვლელს დააკავებენ და მისი იაპონიაში დაბრუნება აქვთ დავალებული. მიუხედავად ამისა, მკვლელი გაქცევას მოახერხებს. rnრაც უფრო მეტად ცდილობენ პოლიციელები მის კვალთან მიახლოებას, მით უფრო მეტად ხვდებიან, რომ მხოლოდ თამაშის იგივე ," იაპონური" წესით შეძლებენ მის გამოჭერას.

მოზარდ კოდი ბენქსს აშშ-ს ხელისუფლება დაიქირავებს, როგორც განსაკუთრებული დავალებების შემსრულებელ სპეცაგენტს. მისიის შესარულებლად საჭიროა არც ისე ზრდასრული ადამიანი და, რომლის გამოყენება ათი წლის განმავლობაში შესაძლებელი იქნება... მის პირველ დავალებაში შედის ახალგაზრდა გოგონას მოხიბლვა იმ მიზნით, რომ ხელისუფლება მის მამას დაუახლოვდეს. მამამ ნანობოუტი ააშენა (ოკეანის ზედაპირიდან ნავთობის გამწმენდი), რომელსაც ბევრად მეტი შესაძლებლობები გააჩნია, ვიდრე ამაზე განცხადებული იყო...

ჩვენ კვლავ ვხედავთ ბატონ მიაგის, ბრძენ საბრძოლო ხელოვანს კუნძულ ოკინავადან, რომელიც ერთხელ ასწავლიდა ნიჭიერ ახალგაზრდას დანიელს. ამჯერად ბატონი მიაგი გოგონას აღზრდისა და განათლებისკენ მიჰყავს! მისი ახალი სტუდენტი ამერიკელი ჯარისკაცის შვილიშვილია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს მიაგის სიცოცხლე გადაარჩინა. ჯულის სკოლაში ცუდი რაღაცეები აქვს, დედასთან არ ეწყობა, ხულიგნებთან უსიამოვნო ამბავში მოხვდა და მთელ სამყაროზე გაბრაზდა. მიაგი დაეხმარება ჯულის განთავისუფლდეს სიბრაზის გრძნობისგან და ასწავლის მას მაქსიმალური ძალის დახარჯვას დარტყმაში.