პროფესიით ჭურჭლის მრეცხავი, სინამდვილეში კი აფერისტი და ქურდბაცაცა, წარმოუდგენელ ავანტიურას ჩაიფიქრებს. მეუღლე ფრენსისთან და კიდევ თავისნაირ ”საქმიან ადამიანებთან” ერთად გადაწყვიტავს გვირაბი გათხაროს და ბანკი გაქურდოს.

ბანდის ლიდერი ტონი, მის გუნდთან ერთად ბრილიანტს მოიპარავს, მაგრამ პოლიციელად გადაცმულმა კრიმინალმა ლინგმა იცის ვის აქვს სინამდვილეში ნადავლი და ამიტომ ტონის ქალიშვილს მოიტაცებს გამოსასყიდისათვის. საუბედუროდ ახლა ბრილიანტი აღარც ტონის აღარ აქვს. სანამ იგი უგზოუკვლოდ ეძებს შვილს და სამკაულს, ტონი სახელმწიფო აგენტს გადაეყრება, რომელიც ადრე ლინგთან ერთად მუშაობდა და მასაც შურისძიება ამოძრავებს.