შექსპირი ვერ წარმოიდგენდა, თუ როგორები გახდებოდნენ მისი გმირები რამოდენიმე საუკუნის შემდეგ. თანამედროვე რომეო უკვე არ ჰგავს რომენტიულ ახალგაზრდას, ახლა მასთან შეხვედრებისთვის ფულს იხდიან. ჯულიეტა მამაკაცებს ზედმიწევნით კარგად იცნობს და ახლოს არ იკარებს. მას სძულს თავისი რჩეული, რისთვისაც 10 მიზეზი აქვს. მაგრამ მისი სიძულვილის ძირითადი მიზეზი. სიყვარულია.

ველმა ქელი და როქსი ჰარტი, მომხიბლავი ფატალური ქალები, იბრძვიან საზოგადოებისა და მას-მედიის ყურადღების მისაპყრობად.

მოვლენები თანამედროვე ლონდონში ვითარდება. ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე, სადაც ოთხი უცნობი ერთმანეთს ხვდება, მათი წამიერი გატაცებები და შემთხვევითი ღალატი.

პუტკუნა ტინეიჯერი ტრეისი ტურნბლადი და მისი საუკეთესო მეგობარი პენი პინგელტონი "კორნი კოლინზის შოუს" ქასთინგზე გავლენ და ტრეისი გაიმარჯვებს. მაგრამ ამბერი და დედამისი არ ნებდებიან და ყველაფერი ქაოსში გადაიზრდება.