ეს რეალური და სამწუხარო ამბავი მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის – ჯონ მერიკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც საშინელი სენი – სხეულის დეფორმაცია, ტანჯავდა.

ციხის ბანაკებიდან გაქცეულ პატიმართა რაოდენობამ, მათ შორის მოკავშირეთა შედარებით მცირე რიცხვმა, ნაცისტების რისხვა გამოიწვია. ისინი ომის დასრულებამდე გაძლიერებული დაცვის ბანაკებში გადაიყვანეს. პატიმრების გაბედული ჩანაფიქრი, წარმოადგენს გაქცევის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ მცდელობას მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.

მას შემდეგ, რაც ბენჯამინ მარტინმა თავისი თავი ფრანგებისა და ინდიელების ომში გამოსცადა, მას ეს საქმე აღარ აინტერესებს და ფერმერის მარტივი ცხოვრების წესს ირჩევს. მაგრამ როდესაც მისი შვილი, გაბრიელი ნებაყოფლობით მიდის ჯარში ახალი ნაციის, ამერიკის დასაცავად, ბენჯამინი ძალაუნებურად იძულებული ხდება დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, რათა საკუთარი შვილი დაიცვას.

რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფინანსური დრამა, რომელიც IMF-ის (საერთაშორისო სავალუტო ფონდი) და სამხრეთ კორეას შორის მღელვარე კვირის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც ქვეყანა 1997 წლის ეკონომიკური კრიზისისგან უნდა გადაერჩინათ.

"კაპოტე" ბიოგრაფიული ფილმია მწერალი თრუმენ კაპოტეს ცხოვრების შესახებ, სადაც აღწერილია მისი გაზეთ "ნიუ–იურკერში" მუშაობის ისტორია. ფილიპ სეიმურ ჰოფმანმა ამ როლისათვის ოსკარი მიიღო.