ფილმი არის კრიმინალური დრამა, რომელიც გადაღებულია აგატა კრისტის რომანის მიხედვით. მთავარი გმირი მარლენ დიტრიხი გადაარჩენს ქმარს ციხისგან, მაგრამ მას აზრადაც არ მოსდის, რომ იგი მწარედ მოატყუებს .

უილიამ შექსპირის პიესის ეკრანიზაცია, საფრანგეთის სისხლიანი დამპყრობელი ინგლისის მეფის შესახებ.

ფილმის - „გაანადგურე რალფ!“ -მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ, რალფი და ვანელოპი, ახლა უკვე მეგობრები, თავიანთ სათამაშო ცენტრში „ვაი-ფაი“ როუტერს აღმოაჩენენ, რაც მათ ახალ თავგადასავლებს უქადის.

ამ კრიმინალური დრამის მოქმედება ვითარდება ამერიკაში დიდი დეპრესიის დროს. უსახლკარო ფრენკ ჩემბერსმა მოძებნა დროებითი თავშესაფარი და სამუშაო გზისპირა სასადილოში. ის მოშინაურდა, მოეწონა მეპატრონეს და, რაც მთავარია მეპატრონის ცოლს. ამ ქალთან მას საკმაოდ ახლო კავშირი გაუჩნდა, – ფრენკი, როგორც მამაკაცი ბევრად უფრო საინტერესოა ვიდრე მისი მეუღლე. რაღაც გარკვეული დროს მერე ახალგაზრდა წყვილი, ჩათვლის, რომ მეპატრონე უკვე ზედმეტია მათ ცხოვრებაში და გადაწყვიტავს ის თავიდან მოიშოროს.

მიუხედავად იმისა რომ იგი 35 წლის არის, ალექსი 13 წლის ბავშვივით იქცევა. მთელ დღეებს და საღამოებს ვიდეო თამაშების გატესტვაში და იქს-ბოქსის ახალი თამაშის შექმნაში ატარებს. მაგრამ მას სახლიდან გააგდებენ და ამიტომ ბებიასთან გადასვლა უწევს.