ნევროზული ჰარი ბლოკი - წარმატებული მწერალია, რომელმაც მთელი ავანსი ახალ წიგნზე დახარჯა, რომელიც ვერადავერ დაიწყო. ყველაფერთან ერთად მორიგი პრობლემა უნდა გადაჭრას, რომელიც მის უამრავ ქალთან და მეგობართან ჩახლართულ ურთიერთობებს ეხება.
არც თუ ისე შორეულ მომავალში, ადამიანები ანდროდებს მოსამსახურეებად იყენებენ. ენდრიუ არაორდინალური რობოტია, მას ემოციური და შემოქმედებითი თვისებებიც აქვს რაც სხვა რობოტებისგან განასხვავებს. 200 წლის განმავლობაში იგი ბევრად განვითარდა შეიცვალა.
თქვენს წინაშეა სამყარო, რომელიც მხოლოდ რობოტებით არის დასახლებული. როგორც ადამიანებს, მათაც აქვთ თავიანთი სოციალური საფეხურები, ჰყავთ თავიანთი გმირები. როდნი ოცნებობს რობოტების სამყარო უკეთესი გახადოს. კიდევ მას ძალიან მოსწონს ერთი ახალგაზრდა და ძალიან ლამაზი რობოტი კაპი.