საბრინა ძალიან მდიდარი ოჯახის მძღოლის შვილია. ის ბავშვობიდან ლამაზ, მაგრამ უპასუხისმგებლო დევიდზეა შეყვარებული. საბრინამ იცოდა, რომ დევიდი მისი საკბილო არ იყო და პარიზში გაემგზავრა. ორი წლის შემდეგ კი, უკან დაბრუნდა ისეთი შეცვლილი, რომ თავად დევიდს შეუყვარდა ის.

ბარბარა პოპულარული მწერალია, რომლის წიგნიც, "ჯანდაბას სიყვარული" ფემინისტების მანიფესტად იქცა. არანაკლებ პოპულარული ჟურნალისტი, კეტჩერ ბლოკი მიზნად ისახავს, შეცვალოს მისი შეხედულებები სიყვარულზე.

ჟურნალ «ფლეიბოის» მოდელი გოგონა თავის «მამიკოს» შორდება და კოლეჯის საერთო საცხოვრებელში გადადის საცხოვრებლად, და კურსელ გოგონებს საპირისპირო სქესთან მოქცევას ასწავლის.