პუ-ის დრამატული ისტორია, ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი,დიდი ქვეყნის უკანასკნელი იმპერატორის ისტორია.გარე სამყაროდან იზოლირებული, ის მუდამ მიისწრაფოდა დახურული ქალაქიდან. მას მთელი გზის გავლა მოუწია მწვერვალიდან უფსკრულამდე.

მისი სამსახურის პირველი დღე ნარკოტიკების ოფიცრად. ახალბედა პოლიციელი მუშაობს თაღლითი პოლიციელის პარტინიორად, რომელიც ორმაგ თამაშს თამაშობს.

რეალური გმირის, კოკაინის კონტრაბანდისტი ჯორჯ იანგის როლი ჯონი დეპმა ჩვეული ოსტატობით შეასრულა. იგი სიღარიბეს თავს აღწევს და ამერიკის ერთერთი უდიდესი ნარკოტიკებით მოვაჭრე ხდება.

ნაროკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა ამერიკაში, სამი ჩახლართული ისტორიით: ამერიკის ახალი ნარკობარონი ბრძოლას მაშინ აგებს როდესაც აღმოაჩენს, რომ მისი ქალიშვილი ნარკოტიკების მომხმარებელია; ახალგაზრდა მომხიბვლელი ცოლი მეუღლის ნამდვილ საქმიანობას მაშინ გაიგებს, როდესაც მის ქმარს დააპატიმრებენ და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია მისგან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მქონე მოწმეს იცავს; მექსიკელი პოლიციის ოფიცერი, რომელიც აღმოაჩენს, რომ მისი ახალი უფროსი შესაძლოა კორუმპირებულ სისტემაშია ჩაბმული.

ფილმის გმირები – მეგობარი–პოლიციელები არიან: ტანგო და კეში. ამ ორ მეტოქე თანაშემწეს ერთი საერთო თვისება გააჩნიათ: ორივეს ჰგონია, რომ ის საუკეთესოა და ორივეს შეუძლია ამის დამტკიცება.

ყოფილი სპეცრაზმის თანამშრომელი მაიამიში გადადის საცხოვრებლად და მდიდარ ოჯახში მძღოლად დაიწყებს მუშაობას.ერთ დღეს გაიტაცებენ პატარა ბიჭს და მარტინს მოუწევს გაიხსენოს თავისი ძველი პროფესია რათა ბიჭი უვნებლად დააბრუნოს სახლში და თან გახსნას გატაცების გეგმა...

ეს არის თინეიჯერის, რიჩარდ უერშ ჯუნიორის, ისტორია, რომელიც პოლიციის საიდუმლო ინფორმატორი გახდა1980იან წლებში. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ნარკოტრეფიკისთვის დააპატიმრეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.