მოქმედება ახალ ორლეანეში ხდება. დიჯეი ზაკი, რომელმაც მთელი რიგი წარუმატებლობები განიცადა, მოპარული ავტომობილის გადაყვანაზე დათანხმდა, რათა ცოტა ფული იშოვოს. სამწუხაროდ, მას პოლიცია აჩერებს. მისი მანქანის საბარგულში კი მკვდარია. ის ციხეში ხვდება. ლუიზიანის ციხეში მის კამერაში ორი დამნაშავე ზის, ისინი განსხვავებულები არიან, მაგრამ მოუწევთ ერთმანეთს შეეგუონ.
გავლენიანი ბიზნესმენები, გავლენიანი ჩინოვნიკები, კინო და ტელევარსკვლავები წვეულებაზე იკრიბებიან, რომელიც სან-ფრანცისკოში ახლახანს აშენებული ცათამბჯენის გახსნის საპატივცემულოდ ტარდება. ქმნილების ავტორი - არქიტექტორი დაგ რობერტსიც აქ არის. შუა მხიარულებაში შენობაში ხანძარი ჩნდება, რომელიც ხალხს ლიფტებისა და კიბეებისკენ გზას უხერგავს.
მე-18 საუკუნის საფრანგეთში შევალიე დე ფონსაკს და მის ამერიკელ მეგობარს - მანის, მეფე გევოდანის პროვინციაში გაგზავნის,რომ ასობით ადამიანის იდუმალებით მოცული მკვლელობა გამოიძიონ.