კრეგი და მაქსინი უცნაურ კარებს აღმოაჩენენ, რომლის გავლითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ცნობილი მსახიობის, ჯონ მალკოვიჩის სხეულში მოხვედრა. ისინი ცდილობენ ეს აღმოჩენა შემოსავლის წყაროდ აქციონ. ყველა კმაყოფილია საწყალი ჯონ მალკოვიჩის გარდა.

სამსახურით და კარიერით შეპყრობილი არქიტექტორი სამყაროს მაკონტროლებელ პულტს იპოვნის, რისი მეშვეობითაც მისი ცხოვრების წინ და უკან გადახვევა შეუძლია. მაგრამ ყველაფერი გართულდება, როდესაც ეს პულტი მისი ცხოვრების მართვას დაიწყებს.