შარლოტა ჰოლისი არის მოხუცი განდგომილი, რომელსაც საშინელი მოგონებები და საშინელი ჰალუცინაციები აწუხებს. ის ცხოვრობს ლუიზიანას უდაბნოში ძველ სასახლეში, სადაც მისი საქმრო მოკლეს და თავი მოკვეთეს 37 წლის წინ და თავად იყო ეჭვმიტანილი მკვლელობაში. ახლა სამკვიდრო დანგრევას აპირებს და შარლოტა სთხოვს ბიძაშვილ მირიანს, რომელიც ვირჯინიაში ცხოვრობს, მისვლას და დახმარებას. მაგრამ მირიანის მოსვლასთან ერთად ხილვები მხოლოდ ძლიერდება და შარლოტას ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცევა.

წყვილი, რომელიც შვილის სიკვდილს განიცდის, სულის სიმშვიდის მოსაპოვებლად, საცხოვრებლად ტყეში მდგარ სახლში გადადის. ამ წუთიდან ახალგაზრდების ცხოვრებაში კოშმარული მოვლენები ხდება.

ნორმანი ისევ თავის პატარა მოტელს ამუშავებს.იგი ინახავს ჩაცმულ ჩონჩხს, რომელსაც დედას ეძახის.მისი ერთ ერთი სტუმარი ახალგაზრდა გოგონაა, რომელმაც დატოვა მონასტერი, სადაც აქამდე ცხოვრობდა.დახმარებისათვის მას სამუშაოზე ახალგაზრდა ბიჭი აჰყავს. ერთ დღესაც პოლიცია მოდის და ნორმანის წარსულზე კითხვების დასმას იწყებს.