მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

ფინანსური მაგნატი ედვარდ ლუისი, რომელიც ღამით ქალაქში გადის, მშვენიერ ქალთან ჩერდება. მას ვივიენი ჰქვია და მხოლოდ ფულს იღებს. მეორე დილით ის ხვდება, რომ არ სურს მასთან განშორება და ეპატიჟება გოგონას კიდევ რამდენიმე ხნით დარჩეს სასტუმროს ნომერში - დამატებით საფასურად. ვივიენი ბრჭყვიალა და ტყუილის ზღვაში აღმოჩნდება. ის მოითმენს მის მიმართ უყურადღებო დამოკიდებულებას იმ მამაკაცის გულისთვის, რომელიც მოსწონს, რომელიც აღარ არის მისთვის მხოლოდ კლიენტი.