ფილმის მოქმედება 1945- 1955 წლებში ვითარდება და კორლეონეების იტალიურ - ამერიკული კრიმინალური ოჯახის ამბავს მოგვითხრობს.როდესაც მაფიის მეთაური ვიტო კორლეონე ძლივს გადაურჩება თავდასხმას, მისი უმცროსი ვაჟი მაიკლი, მკვლელობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილებზე სისხლიან შურისძიებას იწყებს.

მეორე მსოფლიო ომის დროს, იტალიაში, საკონცენტრაციო ბანაკში აგზავნიან ებრაელ მამა-შვილს. როგორ დაიცვას მამამ, პატარა შვილი, სასტიკი ომის რეალობისგან. ის მთელ თავის წარმოსახვის უნარს იყენებს იმისათვის, რათა დაიცვას საყვარელი ადამიანები. ბანაკში მამა ეუბნება შვილს, რომ ყველაფერი ეს დიდი თამაშია და მთავარი პრიზი შეხვდება იმ ბიჭს, რომელიც შეძლებს და თვალში არ მოხვდება ზედამხედველებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა ბიჭუნას დაეჯერებინა მისი ამბავი და ცოცხალი გადარჩენილიყო.

მისი ბავშვობის სიყვარულის და საცოლის სიკვდილით გაგიჟებული ლეგენდარული შოტლანდიელი მებრძოლი უილიამ უოლასი ადგილობრივი ინგლისელი ლორდის ჯარისკაცებს მუსრს გაავლებს. ეს სოფელს ამბოხებამდე მიიყვანს და საბოლოოდ მთელი ქვეყანა ინგლისური მმართველობის წინააღმდეგ აჯანყდება.

ამ დიდებულ ეპიკურ ფილმში ნეითენ ალგრენი ამერიკელია, რომელიც იაპონელებმა, მე-19 საუკუნის 70-იან წლებში თანამედროვე ომის ხელოვნების სწავლებისთვის დაიქირავეს, რომლის დროსაც ალგრენი სამურაებისგან პატივისცემისა და ღირსების პრინციპებს სწავლობს. მოდერნიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის დანერგვის მიზნით ალგრენს სამურაების ცხოვრების სტილის მოსპობას აიძულებენ ,მაგრამ ის გადაწყვიტავს თვითონვე გახდეს უკანასკნელი მებრძოლი, და სამურაების გადასარჩენად იბრძოლოს.

პირველი მსოფლიო ომის დასასრული. გოგონა დაჟინებით ეძებს გაუჩინარებულ საქმროს. ის არის ერთ-ერთი იმ ხუთ ფრანგ ჯარისკაცს შორის, რომლებიც იდუმალ გარემოებებში სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასაჯა. აღსრულების არჩეული მეთოდი არ იყო სროლა. მსჯავრდებულები რჩებიან ნეიტრალურ ზონაში, სადაც ტყვია მათ აუცილებლად გაუსწრებს - თუ არა მტერი, მაშინ საკუთარი თანამებრძოლები. და მხოლოდ უკვდავ სიყვარულს ძალუძს მტკივნეული გამოცდის გადალახვა სიმართლის საპოვნელად.

ჯეკი – პოპულარული რადიო წამყვანია. მას იუმორის გრძნობა, სარკაზმი და პროფესიონალური ცინიზმი აქვს, რომელიც საბოლოოდ ტრაგედიად მოტრიალდება: მისი ერთ-ერთი მუდმივი მსმენელი მიყვება მის ირონიულ რჩევას: შევა კაფეში და დატენილ იარაღს მთლიანად დაცლის. გაოგნებული ჯეკი სამუშაოს თავს ანებებს და სასმელს ეტანება... ამ მომენტში ის შეხვდება უსახლკარო მაწანწალა პერის, წარსულში ისტორიის პროფესორს, რომელიც მას საკუთარი ფანტაზიების საოცარ სამყაროში ჩაითრევს, სადაც დიდი ქალაქის მოწყენილ ქუჩებში შუასაუკუნეების რაინდები მოძრაობენ, ცათამბჯენები კი უმდიდრეს სასახლეებად იქცევა. ერთად ისინი წმინდა გრაალის საძებნელად მიემგზავრებიან მანჰეტენზე.

ინმანსა და ადას ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ ისინი ომმა დააშორა. მძიმედ დაჭრილი ინმანი უშედეგოდ ცდილობს შინ დაბრუნებას - გზად მრავალი წინააღმდეგობაა.

მოვლენები თანამედროვე ლონდონში ვითარდება. ისტორია ვნებაზე, დრამა სიყვარულზე და მიტოვებაზე, სადაც ოთხი უცნობი ერთმანეთს ხვდება, მათი წამიერი გატაცებები და შემთხვევითი ღალატი.