ვირჯილი მორცხვი, ტანდაბალი, დიდსათვალეებიანი საშიში რეციდივისტია, რომელიც ყველას და ყველაფერს ქურდავს. მიუხედავად იმისა, რომ გაუგებრობის გამო ბოლოს, ციხეშიც კი აღმოჩნდა, გისოსებიდან გამოსული ისევ ძველ საქმეს უბრუნდება... მორიგი „ჯდომის“ შემდეგ, იგი ვინმეს გაქურდვას გადაწყვეტს და პარკში გადის, სადაც ოცნების ქალს ხვდება... იმისათვის, რომ დანაშაულებრივი ცხოვრება ეფექტურად დაასრულოს, ბანკის გაძარცვას გადაწყვეტს.
უილსონი ახლახანს გამოვიდა ციხიდან, სადაც ბოლო ცხრა წელი გაატარა. მან ციხეში გაიგო ქალიშვილის მოულოდნელი სიკვდილი, რაც მისი აზრით სულაც არ არის უბედური შემთხვევა. უილსონი შურის საძიებლად ლოს-ანჟელესში მიემგზავრება.