მას შემდეგ, რაც ბენჯამინ მარტინმა თავისი თავი ფრანგებისა და ინდიელების ომში გამოსცადა, მას ეს საქმე აღარ აინტერესებს და ფერმერის მარტივი ცხოვრების წესს ირჩევს. მაგრამ როდესაც მისი შვილი, გაბრიელი ნებაყოფლობით მიდის ჯარში ახალი ნაციის, ამერიკის დასაცავად, ბენჯამინი ძალაუნებურად იძულებული ხდება დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, რათა საკუთარი შვილი დაიცვას.

ფილმი დაფუძნებულია 1898 წელს აფრიკაში მომხდარ ნამდვილ ისტორიაზე ორი ლომის შესახებ, რომლებბმაც 130 კაცი დახოცეს 9 თვის განმავლობაში, სანამ ხიდების მშენებელი ინჟინერი და გამოცდილი მონადირე მათ შეჩერებას არ შეეცადნენ.

მე-18 საუკუნის საფრანგეთში შევალიე დე ფონსაკს და მის ამერიკელ მეგობარს - მანის, მეფე გევოდანის პროვინციაში გაგზავნის,რომ ასობით ადამიანის იდუმალებით მოცული მკვლელობა გამოიძიონ.

ბიოგრაფიული დრამა კუბელი პოეზიის მეფის რეინალდო არენას (1943-1990) ტრაგიკული ცხოვრების ისტორიას მოგვითხრობს.