ისტორია ალჟირის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტის (FLN) და საფრანგეთის კოლონიალურ ხელისუფლებას შორის დაპირისპირების წარმოშობის, განვითარებისა და დასრულების შესახებ ალჟირის დამოუკიდებლობის ომში (1954-1962). მთავარი გმირი, ალი ლა პოინტი, ალჟირის კასბას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი აქტივისტია.

მალიკ ელ ჯებენას ექვსი წელი აქვს მისჯილი. ის 19 წლისაა და სხვა პატიმრების ფონზე უსუსურად გამოიყურება. მან არ იცის არც წერა და არც კითხვა. ციხის გარეთ არ ჰყავს ახლობლები. ყველაფერი იცვლება, როდესაც კორსიკელთა დაჯგუფების ლიდერი ლუჩანო მალიკს რამოდენიმე სარისკო მისიას აკისრებს. ყოველი ახალი დავალება მას აძლიერებს და მალე მალიკი საკუთარ მზაკვრულ გეგმებზე იწყებს ფიქრს.