მოზარდების ბანდის დაუნდობელი ლიდერი, რომელიც მკვლელობების და გაუპატიურებების გამო, ციხეში ხვდება, სადაც მასზე ექსპერიმენტებს ატარებენ, მიზანი კი არის ჩაახშონ მისი სწრაფვა ძალადობისკენ.

რომის მახლობლად ორი მეგობარი დოღს უყურებს. პასკალი ობოლია, გუზეპე კი ცხენს აჭენებს. ისინი ფულს ცხენის საყიდლად აგროვებენ, რათა თავად იჯირითონ.

პატარა ქალაქი ოკლაჰომაში, 60-იანი წლები. მარადიულ კონფლიქტში ერთმანეთს ქონებით გამოყოფილი მოზარდთა ბანდები უპირისპირდებიან.

ლაილს ახასიათებს მოულოდნელი და უმოწყალო აფეთქებები. ერთ-ერთ ასეთი აფეთქებისას მან დააზიანა საკუთარი კლასელი.ამის შემდეგ იგი სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ბევრი ახალგაზრდაა მსგავსი პრობლემებით.

ვანესა - რთული დ აამავე დროს უბედური გოგონაა: დედა - მეძავი და ნარკომანი, მამინაცვალი ნარკომანი და ნაძირალა, რომელმაც ვანესა გააუპატიურა კიდეც, როცა ის 11 წლის იყო. ეგრეთწოდებული მშობლების დაპატიმრების შემდეგ გოგონა გაიქცევა სახლიდან და ცდილობს მიაღწიოს ბებიამდე, რომელიც ცხოვრობს ლოს-ანჟელესში. ამ დროს გზაზე თავის მორიგ მსხვერპლს ელოდება, სექსუალური მანიაკი და არასრულწლოვან გოგონათა მკვლელი. ვანესა ამ მკვლელის სამიზნე ხდება, მას სასიკვდილო ხიფათი ელოდება.