1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში. თუმცა თქვენი წარმოსახვის უნარი თავად შეავსებს სურათს. ლენი ნერო დისკებით ვაჭრობს, რომლებზეც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი. ამასთანავე საკუთარ გამოძიებას აწარმოებს - ვიღაც იწერს ძალადობრივი გზით მოკლული ადამიანების შეგრძნებებს.

ორი ადამიანის ბობოქარი სიყვარულის ისტორია ...სეილორი და ლულა დაქირავებული მკვლელების მთელ რაზმს ემალებიან, რომლებიც ლულას დედამ დაიქირავა.

15 წლის მიხაელ პოლაშკა და მისი ახალგაზრდა, მიმზიდველი დედა ერთ დღეს ქუჩაში რჩებიან უსახლკაროდ. დედა-შვილი, რომელიც აქამდე ბერლინის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში უზრუნველად ცხოვრობდა, ახალ ვითარებას უნდა შეეგუოს. ფილმის მოქმედება ბერლინის თურქულ უბანში, "ნოი-კიოლნში" გრძელდება. პოლაშკა უბანში მოქმედი ბანდისა და მისი სასტიკი კანონების პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდება. თავის გადასარჩენად ის შეტევაზე გადადის.

ინგლისელი მწერალი სარა მორტონი ჩამოდის თავისი გამომცემელის ქალაქგარეთა სახლში, იმისათვის რომ სიმარტოვეში,თავიდან ბოლომდე მიუძღვნას თავი სამუშაოს და რამოდენიმე თვეში ახალი ბლოქბასტერი წარმოადგინოს. მაგრამ სარა თავისი ახალი რომანის მხოლოდ რამოდენიმე წინადადების დაწერას მოასწრებს და მის სიმარტოვეს დაარღვევენ. ვილაზე ჩამოდის ახალგაზრდა გოგონა ჟიული – მეპატრონის ქალიშვილი. იმის გარდა, რომ გოგონა მუდამ სარას ხელს უშლის თავისი ლაპარაკებით და გამუდმებით უსმენს მუსიკას, მას ყოველ ღამეს თავის საძინებელში ახალი "მდგმურენო" მოყავს.

ნიუ იორკის პოლიციის დეტექტივი ჯონ შაფტი დააკავებს ვოლტერ ვეიდ უმცროსს, რასისტულად მოტივირებული მკვლელობის ჩადენის გამო.მაგრამ ერთი მოწმე ქრება და ვეიდი შვეიცარიაში უჩინარდება.ორი წლის შემდეგ ის ბრუნდება რათა სასამართლოს წინაშე წარსდგეს, დარწმუნებულია რა, რომ ფული და გავლენა გადაარჩენს,განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან მოაკვლევინა თვითმხილველი.

იზოლაცია, პანიკა... ყველა კოშმარს აქვს დასაწყისი... ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, ადამიანის სასტიკი გამოგონების - კუბის ზედამხედველობა ევალება, მის ერთ-ერთ ოთახში, შემთხვევით დატყვევებულ ქალს შენიშნავს, და მიუხედავად დიდი რისკისა გადაწყვიტავს დაეხმაროს მას.