ჩინური დაზვერვის ოფიცერი ჰონკონგიდან პარიზში ჩამოდის იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს სახიფათო ოპერაციაში, რომლის მიზანია – ნარკობარონის მახეში შეტყუება და მისი ფაკტზე აყვანა. მაგრამ საქმე სრულიად სხვაგვარად მოტრიალდა. ის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. და ყველა სამხილი მის წინააღმდეგაა. მან უნდა დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ამაზე მისი ცხოვრებაა დამოკიდებული.

ფრედი ჰეფლინი ბავშვობიდან აღფრთოვანებული იყო პოლიციით. ნაწილობრივი სიყრუის გამო პოლიციელი ვერასოდეს გამხდარიყო. თუმცა, მისი დამთმობი და ღია ბუნების გამო, ის ხდება შერიფი ნიუ-ჯერსის გარეუბანში, ნიუ-იორკის მახლობლად და ცხოვრობს ქალაქში, სადაც ძირითადად დასახლებულია მისი კოლეგები ნიუ-იორკის პოლიციისგან. მაფიის პოლიციელების გამოძიების ძაფები მო ტილდენს, შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის გამომძიებელს, ქალაქში და შერიფ ფრედი ჰეფლინთან მიჰყავს. ჰეფლინი იწყებს ტილდენის დახმარებას და მალევე აღმოაჩენს, რომ მისი გმირები შეიძლება არც ისე უტყუარი იყვნენ.

დიქსის ოსტატურ ხელში საყვირი იქცევა უფრო მეტს, ვიდრე უბრალო მუსიკალურ ინსტრუმენტად. და ქალი ჩვეულებრივი ქალი არსებიდან გახდა ქალღმერთი. დიქსი იყო ერთადერთი, ვისაც შეეძლო სიარული მოლიპულ ფერდობზე მუსიკასა და მაფიას შორის. სანამ ერთ დღეს ვერას კოტონ კლუბში შევხვდი. დიქსის ცხოვრება კი მის მუსიკაზე უფრო ცხელი გახდა.

მძარცველი დოკ მაკკოი ციხეში ამოყოფს თავს,რადგან მისმა პარტნიორებმა უღალატეს და ის ფულიან პატიმარში გაცვალეს. დოკმა იცის,რომ ჯეკ ბენიონი რაღაც დიდს გეგმავს და თავისი ცოლის მეშვეობით შეუთვლის,რომ მზადაა დაეხმაროს,თუ ციხიდან გამოიყვანენ. დოკ მაკკოი გარეთ აღმოჩნდება,მაგრამ საუბედუროდ ,ახლა მან იმ ადამიანთან უნდა ითანამშრომლოს,ვის გამოც ციხეში აღმოჩნდა.