ორ ამერიკელ ტურისტს ინგლისში თავს ესხმის მაქცია, მაგრამ არც ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი არ აღიარებს ამ ფაქტს.
გოგონა მთვარეულია და ძილში ლაპარაკისას ქალაქ საილენტ ჰილს ახსენებს. მშობლები მას ძილში ნახსენებ ადგილას წაიყვანენ. გზაში ისინი ავტოავარიაში მოყვებიან და გოგონას დაკარგავენ. ისინი შვილის ძებნას შეუდგებიან, მაგრამ ჯერ არ იციან იმ ხიფათის შესახებ, რაც საილენტ ჰილში იმალება.
ნიუ იორკის პოლიციის დეტექტივი ჯონ შაფტი დააკავებს ვოლტერ ვეიდ უმცროსს, რასისტულად მოტივირებული მკვლელობის ჩადენის გამო.მაგრამ ერთი მოწმე ქრება და ვეიდი შვეიცარიაში უჩინარდება.ორი წლის შემდეგ ის ბრუნდება რათა სასამართლოს წინაშე წარსდგეს, დარწმუნებულია რა, რომ ფული და გავლენა გადაარჩენს,განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მან მოაკვლევინა თვითმხილველი.
სამედიცინოს ხუთი სტუდენტი შეპყრობილია სურვილით გაიგოს რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ისინი გადაწყვეტენ საკუთარი გამოცდილებით გამოიტანონ დასკვნები. გულის გაჩერებით ცდილობენ კლინიკური სიკვდილი განიცადონ და გაიგონ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. მაგრამ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა.