ჰოლივუდის მსხვილი სტუდიის პროდიუსერს ბევრი მტერი ჰყავს, ის იძულებულია მრავალ პროექტსა თუ სცენარზე თქვას უარი, სწორედ ამის გამო ემტერებიან მას.

15 წლის მიხაელ პოლაშკა და მისი ახალგაზრდა, მიმზიდველი დედა ერთ დღეს ქუჩაში რჩებიან უსახლკაროდ. დედა-შვილი, რომელიც აქამდე ბერლინის ერთ-ერთ მდიდრულ უბანში უზრუნველად ცხოვრობდა, ახალ ვითარებას უნდა შეეგუოს. ფილმის მოქმედება ბერლინის თურქულ უბანში, "ნოი-კიოლნში" გრძელდება. პოლაშკა უბანში მოქმედი ბანდისა და მისი სასტიკი კანონების პირისპირ მარტოდმარტო აღმოჩნდება. თავის გადასარჩენად ის შეტევაზე გადადის.

სარეკლამო სააგენტოდან გათავისუფლების შემდეგ ბილ რაგო სამხედრო ბანაკში იწყებს მუშაობას და ცდილობს განავითაროს ჯარისკაცების ფიზიკური და ინტელექტუალური შესაძლებლობები.