ვეტერან სამურაის რთული დრო დაუდგა, მან სოფელი ბანდიტებისგან უნდა დაიცვას. იგი დახმარებისთვის კიდევ ექვს სამურაის შეკრებს და ისინი სოფლის მაცხოვრებლებს თავდააცვას ასწავლიან.
"კასაბლანკა"- ყველა დროის კლასიკად აღიარებული ფილმია. ჰემფრი ბოგარტის და ინგრიდ ბერგმანის სასიყვარულო სამკუთხედი ქალაქ კასაბლანკაში, რომელიც ახალი ცხოვრებისთვის უცხოეთში გადახვეწილი ბევრი ადამიანისთვის თავშესაფრად იქცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.
ფილმი გადაღებულია ოლივერ სთოუნის სცენარის მიხედვით. ამერიკელი ოფიცერის მეუღლე და შვილი, პარიზის კაფეში, ისლამისტი ტერორისტების დადებული ბომბის აფეთქების დროს იღუპებიან. რამდენიმე წლის შემდეგ, 1993 წელს, ის ყოფილ იუგოსლავიაში იბრძვის, სადაც ხანძრის დროს, ფეხმძიმე სერბ ქალს გადაარჩენს. ეს სასტიკი და სულისშემძვრელი დრამა საშინელ ომს გმობს, რომლის შეჩერებაც ვერაფრით ხერხდება.
90 წუთის განმავლობაში სამ ისტორიას ერთდროულად ვისმენთ: რესპუბლიკელი სენატორი სკეპტიკურად განწყობილ ტელე-რეპორტიორს ერთსაათიან ინტერვიუს აძლევს ავღანეთში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო სტრატეგიის შესახებ; ამავე დროს, ავღანეთის მთებს შეფარებული ორი სპეციალური რაზმი ხსნას ელოდება, რადგან მათ თალიბები უახლოვდებიან; კალიფორნიის კოლეჯში კი პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი არწმუნებს სტუდენტს, არ მიატოვოს სწავლა.