რეჟისორი პედრო ალმოდოვარი მარტოობის,საიდუმლოებების, ღალატის და მამაკაცებსა და ქალებს შორის რთული ურთიერთობების შესახებ გვიამბობს.

მარია თავის მეგობარ გოგონასთან - ბლანკასთან ერთად მუშაობს ყვავილების პლანტაციაში, მაგრამ მას აგდებენ სამსახურიდან, და საჭიროა მან იპოვოს ახალი შემოსავლის წყარო. მას შტავაზობენ გახდეს ცოცხალი კონტეინერი, ნარკოტიკების გადასატანად. მალე მარიას ბლანკაც შეუერთდება და მათ ერთად მოუწევთ ამ საქმის გაკეთება. მეგობრები ჯდებიან თვითმფრინავში, რომელიც ამერიკაში მიფრინავს. მარიას კი მუცელში 62 ჰეროინის პაკეტია.

ახალგაზრდა მღვდელ მამა ამაროს გზავნიან მექსიკაში, რათა დაეხმაროს ხანშიშესულ მამა ბენიტოს.აქ ის შეხვდება 16 წლის გოგონას, რომელიც შეუყვარდება.აღმოჩნდება, რომ გოგონას დედას ურთიერთობა ჰქონია მამა ბენიტოსთან.

თანამედრვე წყვილის ისტორია: ჟილი და მარიონის, რომელიც ხუთ ეპიზოდშია ნაჩვენები: მათი განქორწინება, მათი სადილი მეგობრებთან ერთად, პირველი ბავშვის დაბადება, მათი ქორწილი და გაცნობა.

ინგლისი, 50-იანი წლები. ახალგაზრდა ჯო ბორანზე მუშაობს, სადაც ცხოვრობენ ლეისი, მისი ცოლი - ელა და მათი შვილი. ოდესღაც ჯო მწერალი იყო, მაგრამ ახლა გლაზგოსა და ედინბურგს შორის დაცურავს და ქვანახშირი გადააქვს. ელთხელაც კაცები არხში, გარდაცვლილი გოგონას ცხედარს პოულობენ. დაღუპულის ვინაობა არავინ იცის, ჯო კი მალავს, რომ ოდესღაც ისინი საყვარლები იყვნენ.