დაბალი ინტელექტის მქონე კაცმა ცხოვრებაში ბევრს მიაღწია ,არაერთ მნიშვნელოვან მოვლენას დაესწრო და ყოველ ჯერზე, ყველას უმტკიცებდა, რომ გაცილებით მეტი შეუძლია ვიდრე მისგან ელიან და მაინც მიუხედავად ყველაფრისა რასაც ცხოვრებაში მიაღწია, მისი ერთადერთი, ნამდვილი სიყვარული ხელიდან უსხლტება.
ემანუელის მამას, ანდრეს, 85 წლის ასაკში ინსულტი დაემართება. საავადმყოფოში გამოღვიძების შემდეგ ანდრე ნახევრად პარალიზებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რის შემდეგაც თავის ქალიშვილს სთხოვს სიცოცხლის დასრულებაში დაეხმაროს.
ინგლისელი უილ ფრიმანი 40 წელს უახლოვდება და სიამოვნებით გაექცეოდა საკუთარ ცხოვრებას. ის არასოდეს ყოფილა დაქორწინებული, არ ჰყავს შვილები და არც მუდმივი სამუშაო ქონია ოდესმე.
გოგონა ფრტენმა იცის, რომ უილბური - სრულიად განსხვავებული არსებაა - მან იცის ბევრად მეტი ვიდრე უბრალო გოჭმა. ახალ ფერმაზე გადასვლის მერე უილბური პოულობს თავისთვის კიდევ ერთ მეგებარს - ობობას სახელად შარლოტა.
თავაგადასავლების მაძებარი ალანი მომხიბლავ ჯესისთან და მის არქეოლოგ მამასთან ერთად მიემგზავრება. ისინი მეფე სოლომონის მახვილს ეძებენ.