ლარს ფონ ტრიერის ფილმი სამოქალაქო საზოგადოების სისასტიკეზე. ფილმი მინიმალისტურ სტილშია გადაღებული, დანიელი რეჟისორი მოგვითხრობს დანაშაულის შეგრძნებაზე და პატიებაზე, კარგზე და ბოროტზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეზე.

სერფერების იდუმალი ბანდა ძარცვავს ბანკებს დღისით. პოლიცია და FBI გაოცებულია დანაშაულის პროფესიონალიზმითა და სისწრაფით. გამოძიებას აწარმოებს ახალგაზრდა და პრეტენზიული FBI-ის აგენტი, რომელიც სიცოცხლის რისკის ქვეშ ხვდება ბანდაში და წყვეტს ამ საქმეს, მაგრამ თავისთვის მოულოდნელად ხვდება, რომ ნორმალურ ცხოვრებას ვეღარ დაუბრუნდება.