ეს მაფიის თემაზე გადაღებული ფილმი იტალიელი რეჟისორის სერჯიო ლეონეს ბოლო ნამუშევარია. მოქმედება ამერიკაში ვითარდება, 1920-1960 წლებში. ფილმი ასახავს ებრაელი განგსტერების ცხოვრებას - მათ ბავშვობას, შემდგომ ბრწყინვალე პერიოდს "მშრალი კანონის" წლებში და დიდი ხნის შემდეგ მათ შეხვედრას.

სკინჰედების ადგილობრივი ბანდის ლიდერი – დერეკ ვინიარდი თავის რაიონში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. თავის სიმართლეში დარწმუნებული, სასტიკად უსწორდება ყველას, ვისაც თეთრი ფერის კანი არა აქვს. დერეკის დამოუკიდებლობა და გამბედაობა მისი უმცროსი ძმის, დენის აღტაცებას იწვევს, რომელმაც უკვე გააკეთა თავისი არჩევანი. მაგრამ დერეკის მიერ ორი შავკანიანი ბიჭის მხეცური სისასტიკით ჩადენილმა მკვლელობამ ძმების გზები ერთმანეთს გაჰყარა: დერეკი ციხეში აღმოჩნდება, დენი კი თავისუფლებაზე წარმატებულად აგრძელებს ძმის საქმეს მანამ, სანამ მათი გზები კვლავ არ გადაიკვეთება...

1999 წელი, მეოცე საუკუნის უკანასკნელი დღეები. უდიდესი პოპულარობით სარგებლობს ახალი გამოგონება. თავზე იკეთებ ხელსაწყოს, რომლითაც შეიძლება ჩაიწერო შენი შეგრძნებები და შემდეგ ხელახლა განიცადო აბსოლუტური სიზუსტით. ამ ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია დუში მიიღო 16 წლის გოგონას სხეულში. თუმცა თქვენი წარმოსახვის უნარი თავად შეავსებს სურათს. ლენი ნერო დისკებით ვაჭრობს, რომლებზეც ადამიანების შეგრძნებებია ჩაწერილი. ამასთანავე საკუთარ გამოძიებას აწარმოებს - ვიღაც იწერს ძალადობრივი გზით მოკლული ადამიანების შეგრძნებებს.

იდეალური ოჯახი. დამათრობელი ბედნიერება. ამდვილი სიყვარული. ამდენი წლის შემდეგ, მაიკლს ეჩვენებოდა, რომ მან ყველაფერი იცოდა ცოლის შესახებ. თუმცა, ალისს რაღაც ისეთი ჰქონდა, რისი თქმაც ვერც კი შეეძლო. თუ ეს საიდუმლო გამჟღავნდება, იდეალური ოჯახი და დამათრობელი ბედნიერება ნანგრევებად გადაიქცევა. მხოლოდ სიყვარული დარჩება. მაგრამ შეძლებს ის გაუძლოს ასეთ გამოცდას?