ის საყვარელმა მიატოვა, მისი ცოლი არ აძლევს მას გასავალს, დაქალმა საქმე ტერორისტებთან დაიკავა, ადვოკატი კი ჩვეულებრივი არამზადა აღმოჩნდა. შეიძლება ამ ყველაფრის გადატანა და სრულ ჭკუაზე დარჩენა?

სესილია ნიუ–ჯერსელი მიმტანია, მისი ცხოვრება ერთფეროვანია. ის ერთადერთ შვებას კინოთეატრში პოულობს. სამსახურის დაკარგვის შემდეგ სესილია კინოში მიდის საყვარელი მსახიობის მონაწილებით ფილმის საყურებლად და პრობლემების დასავიწყებლად. კინოსენსის დროს მის ოცნებას ასრულება უწერია.

40 წლის ჯურნალისტი, საიმონ ლი, სტატიებს წერს ტურისტული ჟურნალისთვის. ერთხელაც გადაწყვეტს საკუთარი ცხოვრების შეცვლას. გაეყრება მეუღლეს, რობინს, რომელთანაც 16 წელი იცხოვრა. მწერლის კარიერა არ გამოსდის, ამიტპმაც ცდილობს კინობიზნესში მოიხვეჭოს სახელი. იგი სხვადასხვა ცნობილ ადამიანებს სთავაზობს ფილმის გადაღებას სცენარზე, რომელიც თავისი დაუსრულებელი რომანის საფუძველზე დაწერა. ამ მცდელობების დროს იგი იცნობს შოუბიზნესში სახელგანთქმულ ადამიანებს.