ნედი და კონორი იძულებულნი არიან გაიზიარონ ოთახი პანსიონში. წყნარ მარტოხელა და სპორტსმენი, რაგბის გუნდის ვარსკვლავი, მეგობრობა ნაკლებად სავარაუდოა. და მაინც ერთ დღეს ბიჭებს მოუწევთ გაერთიანება.
სტივ რასელი პატარა ქალაქის პოლიციელია, თაღლითობისათვის ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება,სადაც ქარიზმატულ ფილიპ მორისს შეხვდება. რასელი მთელ მის ცხოვრებას მორისს მიუძღვნის იმ შედეგების მიუხედავად,რაც ამ ყველაფერს მოჰყვება.
ფილმის მთავარი გმირია ჰომოსექსუალი ირანის პრინცი, რომელზეც რევოლუციონერი ისლამისტები ნადირობენ. პრინცს ყოფილი შახის ცოლიც დასდევს, რომელსაც მისგან ბავშვის გაჩენა სურს. პრინცი ნიმფომან სექსილიასაც უყვარს, რომელიც თავისი გულუბრყვილობით ფიქრობს, რომ ქალებისადმი პრინცის გულგრილობა მისი ნატურის პლატონურობიდან გამომდინარეობს.
ახალგაზრდა მამაკაცი პროვინციებიდან დიდ ქალაქში მოდის, ხვდება გეებს, ტრანსვესტიტებს. აქ ის აღმოჩნდება როგორც სრულფასოვანი ადამიანი - გეი. მეგობრები, შეხვედრები და განშორებები, ღალატი და დაბრუნება, ტრაგედიები და „პატარა“ სიხარული. სიყვარული, რომელიც არ ცნობს სოციალურ განსხვავებებს. ვინ წარმოიდგენდა, რომ კაბებში ჩაცმული მამაკაცების ჯგუფი სიცოცხლეს აძლევდა მოძრაობას გეებისა და ლესბოსელების თანაბარი უფლებებისთვის?
მეხანძრეები ჩაკ ფორდი და ლარი ვალენტაინი ლოიალური მამაკაცები არიან,ამიტომაც,როცა დაქვრივებული ლარი მის მეგობარს სთხოვს, თავი მოაჩვენოს თითქოს მისი გეი პარტნიორია იმისათვის,რომ ლარიმ ბავშვების მეურვეობისთვის დამატებითი შეღავათები მიიღოს, ჩაკი დათანხმდება. ყველაფერი გართულდება, როდესაც ჩაკი და ლარი იძულებულნი გახდებიან შესამოწმებლად მოსულ ბიუროკრატს მათი ოჯახური იდილია აჩვენონ.
შირლი და მარტინ ჰირშები ყოველ პარასკევს საკუთარ სახლში სადილზე იწვევენ კიდევ ერთ „იდეალურ“ ებრაელ გოგონას, იმ იმედით, რომ მათი ვაჟი ნელსონი საბოლოოდ დაქორწინდება. და ერთ დღეს ნელსონი ეუბნება მშობლებს, რომ ის უკვე ხვდება ვიღაცას და ჰპირდება, რომ გააცნობს მათ თავის ნახევარს მომავალ ოჯახურ დღესასწაულზე. მაგრამ იმ სექსუალური ქერას ნაცვლად, რომლის შესახვედრადაც მისი მშობლები ემზადებიან, ნელსონი წვეულებაზე მოდის ბიჭთან, სახელად ანჯელოსთან ერთად. შირლი და მარტინი შოკში არიან, მაგრამ ფხიზელი ფიქრის შემდეგ გადაწყვეტენ: თუ პრობლემა ვერ გამოსწორდება, უნდა შეცვალონ დამოკიდებულება მის მიმართ.