იტალია. 1943 წელი. ახალგაზრდა ქვრივი ჩეზირა მაღაზიას ტოვებს და 13 წლის ქალიშვილთან, როზეტასთან ერთად, სან-ლორენცოდან მშობლიურ სოფელში გარბის. დამღლელი მოგზაურობის შემდეგ დედა-შვილი ადგილობრივი ფერმერის შვილს - მიშელს ხვდება, რომელიც პატარა როზეტას შეუყვარდება. მიშელს კი, გოგონას მშვენიერი დედა უვარდება გულში. ფილმი წარმოადგენს ალბერტო მორავიას ამავე სახელწოდების ნაწარმოების ეკრანიზაციას.

ალისა მთელი ცხოვრება მომღერლობაზე ოცნებობდა. სამწუხაროდ ზოგჯერ ოცნებები ოცნებებად რჩება. იგი გაიზარდა, გათხოვდა და ვაჟი ეყოლა.36 წლის ასაკში ქმარი დაეღუპა და უსახსროდ დარჩა 12 წლის შვილთან ერთად. მან ახალგაზრდობის გახსენება გადაწყვიტა და გაემგზავრა მონტერეიში. იქნებ ალისას ბედმა გაუღიმოს.