მეორე მსოფლიო ომის დროს ორი ფრანგი მოქალაქე და ინგლისელი მბომბავთა ჯგუფი გეგმავს სამხრეთ-ჩრდილოეთის სადემარკაციო ხაზის გადაკვეთას. ასე ისინი შესძლებენ ინგლისში გაქცევას.

ომიდან სახლში მიმავალი პოლი მატარებელში ერთ გოგონას გაიცნობს, რომელიც კოლეჯის ცოლიანი პროფესორისგან ბავშვს ელოდება. პოლი გადაწყვიტავს მას დაეხმაროს და დესპოტი მამის წინაშე თავი ბავშვის მამად გაასაღოს.

1966 წელი, ვიეტნამის ომის დრო. საიდუმლო დავალების დროს პილოტი დიტერ დენგლერის თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ტყვეობაში მოხვედრისას, დიტერი არ აპირებს ფარხმლის დაყრას – ის კიდევ რამოდენიმე პატიმართან ერთად გაქცევას გეგმავს.

მეორე მსოფლიო ომის დროს აფრიკაში დაჭრილი ნაცისტი პოლკოვნიკი კლაუს ფონ შტაუფენბერგი მშობლიურ გერმანიაში ბრუნდება და წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს უერთდება, რომელთაც სურთ ჩრდილოვანი მთავრობა შექმნან და მოკლან ადოლფ ჰიტლერი. მოვლენების განვითარებისას პოლკოვნიკი ცენტრალური ფიგურა ხდება და სახელმწიფო გადატრიალების ხელმძღვანელობა და პირადად ფიურერის მკვლელობაც მას დაევალება.

ახალგაზრდა სტუდენტებს ტომასს და არვიდს ძალიან მოსწონთ მუსიკა სვინგის სტილში. ეს კი დიდ პრობლემას წარმოადგენს, რადგან ისინი 1939 წლის ჰამბურგში ცხოვრობენ. ასე, რომ გატაცება მათ შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეთ.