ტაივანელი ამერიკელი მამამაკაცი ბედნიერად ცხოვრობს ნიუ-იორკში თავის მეგობარ ბიჭთან ერთად. ის გეგმავს ცოლად მოიყვანოს ჩინელი გოგონა, რომელსაც მოქალაქეობის მიღება სურს, რათა ამით დააწყნაროს მშობლები ტაივანში. ქაოსი იწყება, როცა მისი მშობლები მოულოდნელად ნიუ-იორკში ჩამოდიან.

მდიდართა სახლში გამოჩნდება უცნაური სტუმარი. ის რიგრიგობით სექსუალურ ურთიერთობას ამყარებს ოჯახის ყველა წევრთან- ვაჟთან, ქალიშვილთან, დედასთან, მამასთან და მსახურთან. სტუმარი მიდის და ოჯახის ჩვეული ცხოვრება საფუძვლიანად ინგრევა.

სტივ რასელი პატარა ქალაქის პოლიციელია, თაღლითობისათვის ის გისოსებს მიღმა აღმოჩნდება,სადაც ქარიზმატულ ფილიპ მორისს შეხვდება. რასელი მთელ მის ცხოვრებას მორისს მიუძღვნის იმ შედეგების მიუხედავად,რაც ამ ყველაფერს მოჰყვება.