მარკ გრინის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, პროფესიონალ დაქირავებულ მკვლელად ქცეული CIA-ს ყოფილი მაღალკვალიფიციური აგენტის კორტ ჯენტრის შესახებ, რომლის ნამდვილი ვინაობა არავისთვის არის ცნობილი, ოდესღაც სააგენტოს მთავარი სიკვდილის მანქანა იყო. მაგრამ როდესაც შემთხვევით გამოავლენს სააგენტოს ბნელ საიდუმლოებებს, ყველა სახის საიდუმლო საერთაშორისო ორგანიზაციისა და დაჯგუფების, მათ შორის მისი ყოფილი დამსაქმებლების სამიზნე გახდება. შედეგად, მისი ყოფილი კოლეგა ლოიდ ჰანსენი აგენტ დენი მირანდას დახმარებით იწყებს გლობალურ ნადირობას საერთაშორისო მკვლელებზე, რომელმაც მისი ლიკვიდაცია გადაწყვიტა და ახლა არაფრის წინაშე არ შეჩერდება, რომ დაამარცხოს ჯენტრი.
ინგლისელი მწერალი სარა მორტონი ჩამოდის თავისი გამომცემელის ქალაქგარეთა სახლში, იმისათვის რომ სიმარტოვეში,თავიდან ბოლომდე მიუძღვნას თავი სამუშაოს და რამოდენიმე თვეში ახალი ბლოქბასტერი წარმოადგინოს. მაგრამ სარა თავისი ახალი რომანის მხოლოდ რამოდენიმე წინადადების დაწერას მოასწრებს და მის სიმარტოვეს დაარღვევენ. ვილაზე ჩამოდის ახალგაზრდა გოგონა ჟიული – მეპატრონის ქალიშვილი. იმის გარდა, რომ გოგონა მუდამ სარას ხელს უშლის თავისი ლაპარაკებით და გამუდმებით უსმენს მუსიკას, მას ყოველ ღამეს თავის საძინებელში ახალი "მდგმურენო" მოყავს.
სამედიცინოს ხუთი სტუდენტი შეპყრობილია სურვილით გაიგოს რა ხდება სიკვდილის შემდეგ. ისინი გადაწყვეტენ საკუთარი გამოცდილებით გამოიტანონ დასკვნები. გულის გაჩერებით ცდილობენ კლინიკური სიკვდილი განიცადონ და გაიგონ რა ხდება სიკვდილის შემდეგ. მაგრამ აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა.