საკუთარი ქალიშვილის გაუცხოვებით ძლიერ დათრგუნული მწვრთნელი, ფრენკი დანი არ არის მზად საკუთარ ცხოვრებაში შემოუშვას მეგი ფიტცჯერალდი. მაგრამ მეგის გადაწყვეტილი აქვს გახდეს პროფესიონალი და დაარწმუნოს დანი და მისი გარემოცვა დაეხმარონ მას.
დასავლეთ ტეხასში 1980 წელს განვითარებული ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ვიეტნამელ ვეტერანზე, ვისი ნარკოტიკების გაყიდვის მცდელობაც მისთვის არასახარბიელად დამთავრდება. მთავარ გმირს მოუწევს ორი კილერისგან თავის გადარჩენა ფულით ავსებული ჩემოდანით, რომლებსაც ნაღდი ფულის დაბრუნება სურთ. რიო გრანდეს ახლოს მონადირე შემთხვევით წააწყდება უამრავ გვამს, ჰეროინის პარტიას და ორ მილიონ დოლარს ნაღდი ფულით. ჯობდა მას ამ ფულისთვის ხელი არ მოეკიდა.
ფილმის მთავარი გმირი პროფესიონალი ქურდია, რომელიც მორიგი ქურდობისას შემთხვევით მკვლელობას შეესწრება. მკვლელობის ერთ-ერთი მონაწილე აშშ-ს პრეზიდენტია.
ახალგაზრდა დედა ოჯახური ძალადობის მსხვერპლია, ამიტომ იგი ქმრისგან თავის დასაცავად ვარჯიშს იწყებს.
ამერიკული გაზეთის ჟურნალისტის ისტორია, რომელისაც მივლინებით სასაზღვრო ქალაქ ჰუარეზში უწევს წასვლა, რათა ასობით ქალის მკვლელობის ამბავი შეისწავლოს. საქმის მსვლელობისას თავად მისი სიცოცხლეა საფრთხეში.