ფილმი მოგვითხრობს არმიის ქვედანაყოფის ცხოვრების რამდენიმე თვეზე, მათ შორის ამ დანაყოფის მონაწილეობაზე მე-20 საუკუნის ერთ-ერთ გადამწყვეტ და რთულ ოპერაციაში - ბრძოლა გუადალკანალისთვის. იაპონელებთან ბრძოლით გამოფიტული საზღვაო ნაწილების დასახმარებლად ამერიკელი ქვეითი ჯარისკაცები იგზავნება.

განსაკუთრებული სირთულის სპეცოპერაციების განმანხორციებელი რაზმი ჯუნგლებშია გაგზავნილი. მამაცი ბიჭების დავალება - ექიმის მოძებნა და ტყვეობიდან განთავისუფლებაა. როდესაც ისინი პოულობენ საცოდავ ქალს ღმერთისგან დავიწყებულ სოფელში, აღმოჩნდება, რომ ოპერაციის მიმართულება სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს: ექიმი განაცხადებს, რომ ჯუნგლებს იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ სპეცრაზმი მასთან ერთად კიდევ 70 ლტოლვილს გაიყოლებს.