თავის ტრამვის შემდეგ ლეონარდ შელბის დროებით მეხსირებაა აქვს დაკარგული. ის მისი მეუღლის მკვლელს ეძებს. თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ის პოლაროიდით ადამიანებს და ადგილებს ფოტოებს უღებს და საკუთარ სხეულზე სვირინგსაც კი გაიკეთებს, რომ მნიშვნელოვანი რამ დაიმახსოვროს.

1979 წელს, ნიუ -იორკსა და იტალიაში თავისი საქმიანი ურთიერთობების ლეგიტიმაციის პროცესში, ასაკოვანი მაფიოზი დონ მაიკლ კორლეონე, ცდილობს მსხვერპლი გაიღოს თავისი ცოდვების გამოსასყიდად და ახალგაზრდა პროტეჟეს თავის ფრთის ქვეშ შეიფარებს. ტრილოგიის ბოლო ფილმი, პირველი ორის გამოსვლიდან 16 წლის შემდეგ, ასრულებს ამბავს მაფიის ბოსის, მაიკლ კორლეონეს შესახებ.

სინჯაის მეხსიერების პრობლემები აქვს, მას შემდეგ რაც მეგობარი გოგონას მკვლელის ვინაობის გარკვევას ცდილობს. მისი მეხსიერება მხოლოდ 15 წუთს გრძელდება, მერე მას აღარ ახსოვს რა იყო 15 წუთის წინ.

სილვია ბრუმი - გაეროს თარჯიმანია, მან შემთხვევით ერთ-ერთი აფრიკული სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობის სამზადისის შესახებ შეიტყო. ის ცდილობს აღკვეთოს მკვლელობა. ამავე დროს ესმის, რომ საფრთხეშია და სანამ მკვლელების მსხვერპლი თავად არ გამხდარა აუცილებელია ვინმემ მისი სიტყვები დაიჯეროს.

ფილმი მოგვითხრობს ერთი ბიჭის საინტერესო თავგადასავალს, რომელიც გადაწყვეტს 7 ყოვლისშემძლე მარგალიტის პოვნას და შემდეგ მათი გამოყენებით უსაზღვრო ძალის მიღებას.