ოსკაროსანი რომან პოლანსკის ფილმი წარმოადგენს ტომ ჰარდის რომანის "ტესი დებერვილების გვარიდან" ეკრანიზაციას.
რომანტიკული ამბავი გვიჩვენებს მაღალი საზოგადოების დიდებულებასა და თვალთმაქცობას XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს. ნიულანდ არჩერი წარმატებული ადვოკატია, რომელსაც გულის სიღრმეში სურს ნამდვილი ვნება მის ყოველდღიურ არსებობაში. ტკბილ და კეთილგანწყობილ მეი ველანდთან ნიშნობა მას კეთილგანწყობილ და წყნარ ცხოვრებას ჰპირდება. მაგრამ როდესაც ბიძაშვილი მეი ბრუნდება ნიუ-იორკში საჯარო სკანდალის შემდეგ, ნიულენდი მისი საიდუმლო ძალისა და ენით აუწერელი სილამაზის ქსელშია მოხვედრილი. ახლა ის იძულებულია გააკეთოს არჩევანი მის მიერ ნაცნობ სამყაროსა და სამყაროს შორის, რომელზეც მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა.
ფილმი მოგვითხრობს ბავშვთა მწერალის ბეატრის პოტერის ცხოვრების შესახებ, მის მოქმედებაზე და წინააღმდეგობის სურვილზე ვიქტორიამდელი ინლისის წინ თავის დახრაზე.
ოსკარ უაილდის ტალანტი საქვეყნოდ მაშინ აღიარეს, როდესაც მისი რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" დაიბეჭდა. ოსკარი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი იყო და წარმატებით ტკბებოდა ვიდრე ერთმა გარემოებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონია მის მომავალზე.
კელის ბანდას, რომელიც მისი ძმის და კიდევ რამდენიმე კაცისგან შედგება, დაშინებული ყავდა მთელი ვიქტორიის შტატი. ბანკის ძარცვა და სამი პოლიციელის მკვლელობა ეს ნაწილია იმ კრიმინალური დანაშაულებებისა რაც ჩაუდენია ამ ბანდას. თითქოს ამ ბიჭებს იღბალი არასდროს არ მოშორებიათ. ერთხელ ნედმა ერთ სახლში მხიარული წვეულება მოაწყო, ბანდა ელოდებოდა მატარებელს დასაყაჩაღებლად, მაგრამ არავის წარმოედგინა რომ მათი ჩანაფიქრი სასიკვდილო ბრძოლად გადაიქცეოდა.