პოლიცია ცდილობს მძევალთა გათავისუფლებაზე მომუშავე შუამავალი დენი რომენი დააპატიმროს. დენი დაჟინებით ირწმუნება, რომ მისი პარტნიორის მკვლელობაში უდანაშაულოა და რომ ის შეთქმულების მსხვერპლი გახდა. მას სჯერა, რომ შინაგან საქმეთა ბიუროს ოფისში ისეთ მტკიცებულებებს იპოვნის,რომლებიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს და ამიტომ ყველა თანამშრომელს მძევლად აიყვანს. რომენი სხვა, გამოცდილი შუამავლის ადგილზე მოყვანას ითხოვს,რომ ის სიტუაციაში გაერკვეს და შეთქმულება გამოააშკარაოს.
მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ოთხი თვე გავიდა. იგი ორსულად არის და მალე ბავშვი შეეძინება, მაგრამ მას შეშლილი ქალი უთვალთვალებს, რომელიც მისი ბავშვით ზედმეტად არის დაინტერესებული.
თურმე, ბრძოლის ველზე ცოცხლად გადარჩენა ბევრად ადვილია, ვიდრე ლოს–ანჟელესში ომის შემდეგ. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა იზი როულინსმა დაკარგა სამსახური და მალე შესაძლებელია სახლის გარეშეც დარჩეს. ამიტომაც როდესაც მას შესთავაზებენ გამოსვლას კერძო დეტექტივის როლში და საიდუმლო ლამამაზმანის პოვნას, იზი მაშინათვე დათანხმდება. 100 დოლარი ასეთი იოლი საქმისათვის ხომ არაფერია... თუმცა სიკვდილი 100 დოლარად მას არ დაუგეგმავს.
საშინელი ლეგენდები დადის უზარმაზარი სასახლის შესახებ, რომელიც გორაზე დგას. სწორედ მას ირჩევს თავისი ექსპერიმენტების ჩასატარებლად ექიმი მაროუ, მისი კვლევის მთავარი საგანი სიზმარია.
კარტერ პეიჯ მესამე - მაღალი საზოგადოების ქალბატონების ესკორტის ელიტური და მაღალანაზღაურებადი წარმომადგენელია. მისი მეგობრის - სენატორის ცოლის საყვარლის საშინელი მკვლელობის შემდეგ კარტერის ცხოვრება მთლიანად იცვლება. კარტერს სურს თავად გამოიძიოს საქმე და პირველი აღმოჩნდება დანაშაულის ადგილზე, სადაც მას პოლიცია დააკავებს. ახლა ის მთავარი ეჭვმიტანილია.