დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე. 1992 წელს ემორის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, საუკეთესო სტუდენტი და ათლეტი კრისტოფერ მაკქენდლესი უარს ამბობს საკუთარ ქონებაზე. საკუთარ დანაზოგს 24 000 დოლარის ოდენობით მთლიანად ქველმოქვედებაში ხარჯავს და თავად უდაბურ ადგილას საცხოვრებლად, ავტოსტოპით ალიასკაზე მიემგზავრება. გზად, კრისტოფერი უამრავ პერსონაჟს შეხვდება, რომლებიც მის ცხოვრებას შეცვლიან.

რობინ ვილიამსის გმირი ალიასკაზე მცხოვრები წარუმატებელი ტურისტული აგენტია, რომლის ცოლი ფსიქოსომატური დაავადებითაა შეპყრობილი. ის დარწმუნებულია, რომ თბილი კლიმატი მისი ცოლისთვის სასარგებლო იქნება. გზის ფულის საშოვნელად კი, ის მეტად უცნაურ და მოულოდნელ ხერხს მიმართავს.