ნიუ-იორკელი მწერალი, რომელიც ჟურნალში სექსის და სიყვარულის შესახებ სტატიებს წერს, საბოლოოდ მისი ოცნების მამაკაცს მისტერ ბიგს მიყვება ცოლად. მისი სამი განუყრელი მეგობრიდან ერთერთი, მისდაუნებურად "მისტერ ბიგ"-ს ქორწილის დღეს ქერის მიტოვებისკენ უბიძგებს.

დიუი კოკსის ცხოვრების ისტორია, რომლის სიმღერებმაც ამერიკა შეცვალა. იგი მუსიკალური ლეგენდა გახდა.

აიკ გრეჰემი, კორესპონდენტი ნიუ იორკიდან, სტატიას მუდამ ბოლო წამს წერს. ამჯერად, მის საყვარელ ბარში, ერთი მთვრალი კაცი მეგი კარპენტერის შესახებ უამბობს, ქალი, რომელიც საქმროებს ყველაზე ბოლო მომენტში ქორწილიდან გაურბის. აიკი, რომელსაც მდედრობით სქესზე საუკეთესო წარმოდგენა ისედაც არ აქვს, შეურაცხმყოფელ სტატიას წერს და სულაც არ არის გარკვეული,რაშია საქმე სინამდვილეში.

კარლ პიტერსონის საუკეთესო მეგობარი რენდი დიუპრე სამსახურს დაკარგავს, რის შემდეგაც მთელ დროს ახალდაქორწინებულ წყვილთან სახლში ატარებს და სამუდამოდ ჩაუსახლდება მათ. მაგრამ რაც უფრო დიდ დროს ატარებს იგი პატარძალთან, მოლისთან, კარლი მით უფრო რწმუნდება რომ მისი საუკეთესო მეგობარი მათი სახლიდან სასწრაფოდ უნდა გადავიდეს.