ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს.

თხუთმეტი წლის მია სან-ფრანცისკოში ცხოვრობს და ამერიკელი მოზარდის ნორმალურ ცხოვრებას ეწევა. მაგრამ მისი მამა კვდება და მია გაიგებს, რომ ის იყო ევროპული ქვეყნის პრინცი და ახლა ის ერთადერთი ტახტის მემკვიდრეა. ბებია, დედოფალი, ჩადის კალიფორნიაში, რათა მიას აცნობოს მისი წარმომავლობის შესახებ და დაინახოს, მიიღებს თუ არა იგი ტახტს. მას სურს, რომ მია ნამდვილ პრინცესად აქციოს ეტიკეტისა და მანერების სწავლებით.