ბიოლოგიის მასწავლებლის ოჯახური იდილია ირღვევა, მაშინ როდესაც მის ქალიშვილს ფიზიკურად გაუსწორდებიან ჯაგანი და მისი ბანდა. დაელოდება დევკი კანონის აღსრულებას თუ თავად გადაწყვეტს სამართლიანობის აღდგენას?

ადვოკატს სთხოვენ პოლიციის განყოფილებაში მისვლას და მკვლელობის მოწმეობასთან დაკავშრებით შეკითხვებზე პასუხის გაცემას. მათი თქმით ეს მხოლოდ 10 წუთს დაიკავებს, თუმცა ეს 10 წუთი უსასრულოდ გრძელდება.

პრივილეგირებულ კერძო სკოლაში ორი გოგონას სწავლობს, რომლებსაც ალბათ მხოლოდ მთელი კაცობრიობის მიმართ სიძულვილი აერთიანებთ. ერთი მათგანი, სილვია კუპერი, ცნობილი პროდიუსერის ქალიშვილი, რეკავს იმ ტელეარხზე, სადაც მამამისი მუშაობს და ანობებთ, რომ შენობაში ბომბია. ეს საშინელი საქციელი მასზე ყურადღბას აივის მიაპყრობინებს. აივი - ობოლია, რომელიც ხელმოკლე დეიდის მეურვეობით იზრდება, კერძო სკოლაში კი მხოლოდ სპეციალური სტიპენდიის წყალობით მოხვდა. სილვია და აივი მეგობრები ხდებიან. აივი დეიდის სახლიდან მდიდრულ ბინაში გადადის სილვიასთან და თავხედურად, როგორც ხვია, ისე იჭრება უცხო ოჯახში.