უცნობი მოძალადის მიერ გაუპატიურებული ახალგაზრდა ქალის მეგობარი და ყოფილი მეუღლე იღებენ გადაწყვეტილებას, სამართალი თავად აღასრულონ და შური იძიონ.

ფილმის მთავარი გმირი მისიე დიუშმენია – რესტორნების ყოველწლიური გიდი-სახელმძღვანელოს რესპექტაბელური ავტორი. მისი წიგნი პარიზსა და მის შემოგარენში მაღალი რეიტინგით სარგებლობს და ყველა მის ფურცლებზე მოხვედრას ცდილობს.

მაკქუინი მეტსახელად "ელვა" წარმატებული და პოპულარული მანქანა, შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ცხოვრება შეჯიბრი კი არ არის, არამედ მოგზაურობაა. კალიფორნიაში პისტონის ჩემპიონატზე ძლიერ მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად მიმავალი,ის ახალ ნაცნობებს იძენს.

რამინი ახალგაზრდა ჰომოსექსუალური მამაკაცია, რომელიც რეპრესიების გამო ირანს დატოვებს და ვერაკრუზში თურქეთის გავლით გადაიპარება . ირანისგან მოშორებით კი საყვარელ ადამიანებთან ერთად თავისუფალ ცხოვრებას დაიწყებს.

საყვარელი ადამიანების გულისთვის ქალბატონმა ჰამერტმა, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი საქციელი ჩაიდინა. და მისმა ახლობლებმა დაგმეს იგი. განვითარებული მოვლენები აჩვენებს ახალგაზრდა ქალს, რამდენად ილუზორულია მისი ბედნიერება და კეთილდღეობა...