ძმები მენტლები - აბსოლუტურად იდენტიური ტყუპები არიან. ორივენი ექიმები არიან და ერთად მუშაობენ. ელიოტი ბევზე გამოცდილად აცდუნებს ქალებს და სიამოვნებით ჩუქნის ძმას თავის საყვარლებს, რომლებიც ვერც ვერაფერს ხვდებიან. მაგრამ, როდესაც მათ კლინიკას კინოვარსკვლავი კლერი ეწვევა, მორიდებულ ბლევს ის პირველს შეუყვარდება. კლერი გაუცნობივრად ორივე ძმასთან იწყებს შეხვედრებს.

ემილი ჯენკინსი იდეალისტური გადახრების მქონე სოციალური მუშაკია, რომელიც ათი წლის გოგონას მშობლებისგან გადაარჩენს. რაღაც პერიოდის შემდეგ ირკვევა, რომ სიტუაცია ოჯახში დიამეტრულად საწინააღმდეგო იყო.

ფილმის მთავარი გმირი – პოპულარული რადიოშოუს წამყვანია. ერთხელაც ის მიიღებს თავისი მეგობრისგან, გამომცემლისგან, 14 წლის პიტ ლოგანდის ხელნაწერას, რომელშიც იმაზეა მოთხრობილი, როგორ ექცეოდნენ მას სადისტი მშობლები. პიტი ნუნის გადაცემების დიდი თაყვანისმცემელია, და მალევე ის თვითონ დაამყარებს კონტაქტს რადიოწამყვანთან, ისინი დაიწყებენ ტელეფონით აქტიურ ურთიერთობას.

ახალგაზრდა გოგონა მეგან რიდი ალკოჰოლზე და ნარკოტიკებზე დამოკიდებული ყოფილი პოლიციელია, რომელიც რეაბილიტაციის კურსს გადის და ცდილობს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. “ანონიმური ალკოჰოლიკების” პროგრამაში მისი “სპონსორი” სახელად ლიზა მას მორგში, სადაც თავად მედდად მუშაობს, ღამის მორიგედ აწყობს. პირველივე ღამის ცვალში მორგში იდუმალი ახალგაზრდა გოგონას გვამი მოაქვთ, რომელსაც ძალადობრივი ნიშნები აღენიშნება. სხეულზე საშინელი დაზიანებები იმაზე მიანიშნებს, რომ ის სასტიკად აწამეს. მორგში მარტო მყოფ მთავარ გმირს მალე საზარელი ხილვები ეწყება, მეგანი ეჭვობს, რომ გოგონას გარდაცვლილი სხეული შეიძლება დაუნდობელ დემონურ ძალას ფლობდეს…