პატიმარი პატიმარს დაუმეგობრდება. ისინი სასჯელს კუნძულზე მდებარე საზარელ ციხეში იხდიან, რაც მათ გაქცევის გეგმას შთააგონებთ.
იაპონელების მიერ დატყვევებული ბრიტანელი ჯარისკაცები და მათი პოლკოვნიკი ნიკოლსონი იძულებულები არიან ბირმაში მდინარე კვაიზე, ხიდი ააშენონ.
ვინ არის როკი ბალბოა? - ეს არის ლეგენდის კაცი, მორცხვი, მაგრამ უაღრესად ჯიუტი და ნიჭიერი მოკრივე, რომელმაც თავი არ დაინდო და ქვემოდან დიდების მწვერვალამდე ავიდა. თავისი ხიბლით მილიონობით გულს იპყრობს, სისხლიანი ჩხუბით კი პროფესიონალებსაც კი შოკში აგდებს. დამქანცველი ვარჯიშებით იღლება თავს და ოცნებობს მსოფლიო ჩემპიონატის ქამარზე. როგორც ბულტერიერი, ის ებრძვის თავის მოწინააღმდეგეებს, რაც არ უნდა საშიში იყოს ისინი. არ ადარდებს, რომ მისი სახე სისხლიან არეულობაში გადაიქცევა, ყოველთვის ბოლომდე მიდის და როგორც ჩანს, სისუსტის გამოვლენას ურჩევნია მოკვდეს.
ახლგაზრდა ახალწვეული, კრის ტეილორი, გამოუცდელი მოხალისე ჯარისკაცია ვიეტნამში. ამ კონფლიქტის შესახებ აზრი მას შემდეგ ეცვლება, რაც მისი თანამემამულეების მიერ ჩადენილი მკვლელობებისა და ძალადობის მოწმე გახდება.
1893 წელს განდი სამხრეთ აფრიკაში მატარებლიდან გადმოაგდეს იმის გამო, რომ იგი ინდოელი იყო და პირველი კლასის ვაგონით მგზავრობდა. აფრიკაში კანონი ინდოელების წინააღმდეგ იყო , მან კი გადაწყვიტა მშვიდობიანი საპროტესტო კამპანია წამოეწყო სამხრეთ აფრიკაში ინდოელთა უფლებების დასაცავად. მრავალი დაპატიმრებისა და მსოფლიოს ყურადღების მიპყრობის შემდეგ, მთავრობამ საბოლოოდ აღიარა ინდოელების უფლებები. ამ გამარჯვების შემდეგ განდი ინდოეთში დაბრუნდა სადაც მას როგორც გმირს ისე შეხვდნენ. ამის შემდეგ მან ბრიტანეთის იმპერიისგან ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის დაიწყო ბრძოლა. განდის სამშვიდობო-საპროტესტო აქციები მსოფლიოს მასშტაბით უპრეცენდენტო რაოდენობის ინდოელს მოიცავდა.
ბიოლოგიის მასწავლებლის ოჯახური იდილია ირღვევა, მაშინ როდესაც მის ქალიშვილს ფიზიკურად გაუსწორდებიან ჯაგანი და მისი ბანდა. დაელოდება დევკი კანონის აღსრულებას თუ თავად გადაწყვეტს სამართლიანობის აღდგენას?
გლადიატორი სპარტაკის ისტორია. დაუძლეველი თავისუფლების სურვილი აიძულებს სპარტაკს მოაწყოს მონების ლეგენდარული აჯანყება, რომელიც გახდა უმთავრესი ეტაპი მსოფლიო ისტორიაში.
ყოფილი დაქირავებული მებრძოლი, კონტრაბანდისტი ხდება. მენდე კი მეთევზეა. სიერა-ლეონეში 1998 წელს მიმდინარე სამოქალაქო ომის ქარცეცხლში ამ მამაკაცებს ორი სანუკვარი მიზანი აერთიანებთ: იპოვნონ უდიდესი ღირებულების, იშვიათი, ვარდისფერი ალმასი და დაიხსნან მეთევზის შვილი, ბიჭ-ჯარისკაცად გაწვეული სასტიკ მეამბოხეთა ჯარში, რომელიც წამებითა და სისხლისღვრით დაღავს ქვეყანას.
ავსტრიელი მთასვლელი ჰაინრიჰ ჰარერი ჰიმალაებში ოჯახის გარეშე მიემგზავრება, რათა 1939 წლის ექსპედიციას უხელმძღვანელოს. მაგრამ მეორე მსოფლიო ომი იწყება და ამპარტავან ჰარერს მოკავშირე ძალები ხელთ იგდებენ, როგორც სამხედრო ტყვეს. იგი სხვა პატიმარათან ერთად ტყვეობას თავს აღწევს და ლიასოში, ტიბეტში მიემგზავრება. აქ ის 14 წლის დალაი ლამას შეხვდება. მასთან მეგობრობა საბოლოოდ შეცვლის ჰარერის მსოფლმხედველობას და შეხედულებას ცხოვრების შესახებ.